“ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს – ლადო ბოჟაძე

“ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს – ლადო ბოჟაძე
“ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა” ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს. დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა სისხლიანი რეჟიმის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტების მოწყობით ცდილობენ, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას, რაც შიდა და გარე მტრების მიზანია, თუმცა, ამას სახელმწიფო და ხალხი არ დაუშვებს.
“ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს. დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა სისხლიანი რეჟიმის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტების მოწყობით ცდილობენ. უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას, რასაც უნდა მოჰყვეს სისხლიანი რევოლუცია და რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, სწორედ ეს არის შიდა და გარე მტრების მიზანი, თუმცა ამას არც სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ,,ქართული ოცნება” ყველანაირი ზეწოლის და მუქარის მიუხედავად დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას, გააგრძელებს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
Previous: გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი. პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა, აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა