ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმიანება “ქრონიკის” მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა სტომატოლოგისგან ჯანმრთელობის ცნობა ისე მიიღო, რომ ექიმს არც კი გაუსინჯავს.
“ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპატიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.
“პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100 იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის “ვსესაიუზნი” ჯილდოზე არიან წარდგენილნი.
წინ, მართალო ამხანაგებო !
P.S – ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი “ხუთოსნები” -წერს რატი ბრეგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა