ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით – მაკა ბოჭორიშვილი კანდიდატის სტატუსის მოლოდინებთან დაკავშირებით

მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატი წევრის სტატუსს – გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღე რჩება.
პოლიტიკურ სპექტრში საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს.

“იმედი გვაქვს, რომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის, არსებობს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებიო, რომელიც ძირითადად მხარდამჭერია საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გამომდინარე იქიდან რომ ის ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ