ერთად შევხვდეთ ბედობას! – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

ერთად შევხვდეთ ბედობას! – ქართველი ხალხი ისევ რუსთაველის გამზირზეა. იქ, სადაც პროტესტის ჯადოსნურ ახალ წელს ყველა ერთად იდგა, დღესასაწაული გრძელდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყნის კურსის ცვლილებას არ შეეგუებიან და თვლიან, რომ მათი მომავალი ევროპაშია. ხალხი აცხადებს, რომ “ოცნების” რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაიღლებიან.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს საპროტესტო ბანერები აქვთ მიტანილი, რომელზეც ირაკლი კობახიძის და მიხეილ ყაველაშვილის ფოტოებია გამოსახული. ხელში უკავიათ საქართველოს და ევროკავშირის დროშებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება