ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს
ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს დაიცავს, შენს მშვიდობას დაიცავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, ე.წ მაიდნის შემდეგ ქვეყანაში მომხდარზე პასუხისმგებლობა აღარავინ აიღო.
„გავიხსენოთ მაიდანი. ქვეყნის გარედან მოეწყო რევოლუცია, ე,წ მაიდანი და ვინც ეს რევოლუცია მოაწყო, იმან პასუხისმგებლობა აღარ აიღო იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო მოგვიანებით ში და რა მოხდა – მაიდანი დასრულდა, იქიდან ერთ კვირაში დაიწყო პირველი ომი დონბასში, ამას მოჰყვა შემდეგ 2022 წლის მეორე ომი, რაც იყო ამ ჯაჭვის გაგრძელება. პასუხისმგებლობა რატომ არ აიღეს, ხელისუფლება რომ შეცვალეს, ხომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ამაზე? არავინ აიღო პასუხისმგებლობა. ამიტომ, ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს დაიცავს, შენს მშვიდობას დაიცავს. რაც შეეხება ომს, ძალიან მძიმედ ვითარდება პროცესები. თავისთავად, უკრაინა და უკრაინელი ხალხი არის ამ ვითარების ძალიან მძიმე მსხვერპლი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ულამაზესი ქვეყანა, არაჩვეულებრივი ხალხი და ქვეყანა მიწასთან გაასწორეს და პასუხისმგებლობას ამაზე არავინ იღებს. ვინც მაიდანი მოაწყო, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს. რუსეთსაც დაუმძიმა ამ ომმა მდგომარეობა, რადგან შეეძლო, ეკონომიკურად სხვანაირად წაეყვანა პროცესები და დღეს გაჩერებულია ერთ ადგილზე ს ეკონომიკა“, – განაცხადა ირაკლი მ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი მსხვერპლი ევროპაა.
„2008 წლიდან დაიწყო პროცესები. მანამდე ევროპაში იყო უწყვეტი მშვიდობა. მთავარი, რითაც მიაღწია ევროპამ კეთილდღეობის ამ მასშტაბს, მას ჰქონდა უწყვეტი მშვიდობა 1945 წლიდან. ამით შექმნეს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი. ამის შემდეგ იწყება აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული პროცესების საფუძველზე ომები. პირველი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მეორე იყო რუსეთ-უკრაინის ომი და მესამე იყო რუსეთ-უკრაინის მეორე ომი და ამან დაარღვია მშვიდობა მთლიანად კონტინენტზე. ამაში ჩართეს მთლიანად ევროკავშირი თავისი წევრი ქვეყნებით ამა თუ იმ ფორმით და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უკრაინა ომის დაწყებამდე იყო 200 მილიარდამდე, ს ეკონომიკა იყო 3 ტრილიონამდე, ეს იმდენად დიდი სამიზნე არ იყოს იმ ძალებისთვის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მთავარი სამიზნე იყო ევროკავშირი. 2008 წლამდე ევროკავშირს ჰქონდა 2 მთავარი სიძლიერე. ერთი ეს იყო კეთილდღეობის მაღალი ხარისხი, პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში ევროკავშირი ცხოვრების დონით, მთლიანი შიდა პროდუქტით, უსწრებდა -ს, ბევრად უსწრებდა ჩინეთს, სხვა ქვეყნებზე აღარ არის საუბარი და მეორე – ჰქონდა ყველაზე ძლიერი იდენტობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თავისი კულტურით, ეროვნული, რელიგიური, ყველანაირი იდენტობით. რა ხდება დღეს – შერყეული კეთილდღეობა და შერყეული იდენტობა. აი, ამას მიაღწიეს საბოლოო ჯამში კონკრეტულმა ძალებმა, არაფორმალურმა მმართველებმა. -ში ამ ძალას დიფ სთეითს ეძახიან, მაგრამ მე ეს ტერმინი არ მომწონს, რადგან ეს არის მხოლოდ აისბერგის თავი, სინამდვილეში მთავარი არის ის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. აქ არის საუბარი ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებზე, რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანეს კონკრეტულად ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე