ერემაძე: დღეს საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ

ეს საქმე, რუსული კანონის საქმე, არის სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული [როგორიც სასამართლოს არ ჰქონია შექმნის დღიდან 28 წლის განმავლობაში].
ეს საქმე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი იმიტომ, რომ ეს კანონი ძალადობს ამ ქვეყნის ისტორიაზე – მან დაამუხრუჭა აწმყო; დრომ დაკარგა მოქნილობა; ყველა დღე წინა დღეს გავს და ის ამით კლავს ამ ქვეყნის მომავალს.
ამიტომ, ეს საქმე არის კარიბჭე ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებასა და საბჭოთა ჭაობს შორის.
[…] შეუძლებელია, წარმოუდგენელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ამას ვერ გრძნობდნენ, ვერ აცნობიერებდნენ, ამ პრობლემას სრული მაშტაბით. დღეს ამ მოსამართლეებს, როგორც სხვა არცერთ მოსამართლეს ამ სასამართლოში აქვთ ისტორიული შესაძლებლობა მისცენ ჟანგბადი ამ ქვეყანას, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არ წაართვან ეს შანსი და არ გაფლანგონ ეს ისტორიული შესაძლებლობა; შეუწყონ ხელი ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს.
ვერც შვებულება, ვერც მივლინება, ვერც კლინიკებში გამაჯანსაღებელი პროცედურები – ვერაფერი ვერ გაამართლებს დღეს სასამართლოს, რომ მათ მიაგნონ თუნდაც ფორმალურად რამე არგუმენტს, რომელიც გაამართლებს თავშეკავებულ პოზიციას.
სასამართლო და ინდივიდუალურად ყველა მოსამართლე საკუთარი გადაწყვეტილებით და პოზიციებით წერს საკუთარ ბიოგრაფიას.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე TV პირველთან ინტერვიუში პრეზიდენტ ს მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.