ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვეების გასვლა არ შეუწყობს ხელს სომხეთის უსაფრთხოებას — ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მ განაცხადა, რომ სომხეთის განცხადებები ს ზვართნოცის აეროპორტში მყოფი რუსი მესაზღვრეების შესახებ და მათი იქ მუშაობის შეწყვეტა ხელს არ შეუწყობს რესპუბლიკის უსაფრთხოებას.
„გამომდინარე იქიდან, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება უწყებათაშორისი კვლევის შედეგების საფუძველზე, წინასწარ გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული განცხადება სომხურმა მხარემ მთელი რიგი არამეგობრული ნაბიჯების ფონზე გააკეთა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ინიციატივა შეესაბამება სომხეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ამოცანებს ასრულებდნენ რუსი და სომეხი მესაზღვრეები მხარდამხარ მრავალი წლის განმავლობაში“, — განაცხადა ზახაროვამ.
მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ სომხური მხარისგან შესაბამისი შეტყობინება არ მიუღიათ დიპლომატიური არხებით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის სასაზღვრო ჯარმა რუს კოლეგებს გაუგზავნა შეტყობინება და აცნობა, რომ სომეხ მესაზღვრეებს გააჩნიათ საჭირო უნარები და ცოდნა ზვართნოცის აეროპორტში დამოუკიდებლად მსახურობისთვის.
შეტყობინების თანახმად, რუსმა მესაზღვრეებმა აეროპორტში მუშაობა 2024 წლის 1 აგვისტოდან უნდა შეწყვიტონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს