ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს

ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს – „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი 29 მარტს მოხდა. პოლიციამ ხულიგნობისა და თანამდებობის პირისთვის სამსახურებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით 3 პირი დააკავა.
🔴 ინციდენტი ეკლესიაში მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერმინისტრი, დაცვის თანამშრომლებისა და სხვა ოფიციალური პირების თანხლებით, ღვთისმსახურების შემდეგ ტაძარს ტოვებდა. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფაშინიანის დაცვის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა თავად პრემიერს კი მიმართა – “ასე ნუ მიყურებ”. მედიის ცნობით, ამის შემდეგ მან ხელის მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და ფაშინიანზე თავდასხმა სცადა. ფაშინიანმა თანმხლებ პირებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.