ერდოღანი შვედეთის ნატოში გასაწევრიანებლად “პოზიტიურ ნიშნებს” ხედავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პოზიტიური ნაბიჯები, რომლებიც ამერიკის მხრიდან ანკარისთვის F-16 გამანადგურებლების მიყიდვას და კანადის მიერ იარაღის ემბარგოს მოხსნას უკავშირდება, შეიძლება თურქეთის პარლამენტს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებაში დაეხმაროს.
გასულ წელს, ში ს შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს. თურქეთმა აპრილში მხარი დაუჭირა ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას, მაგრამ უნგრეთთან ერთად, შვედეთის ნატოში შესვლას აჭიანურებს. ერდოღანის მთავრობა შვედეთს იმ ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას სთხოვდა, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ გაერთიანებებად მიიჩნევს.
„პოზიტიური მოვლენები, რომელსაც ჩვენ მოველით, როგორც [ამერიკისგან] F-16-ების შესყიდვის, ასევე — კანადის დაპირებების [იარაღზე ემბარგოს მოხსნაზე] მხრივ, ჩვენს პარლამენტს დაეხმარება პოზიტიური მიდგომა ჰქონდეს შვედეთის მიმართ… ყველა ეს საკითხი ურთიერთდაკავშირებულია“, – უთხრა ჟურნალისტებს ერდოღანმა უნგრეთიდან ვიზიტის შემდეგ.
თურქეთმა 2021 წლის ოქტომბერში 40 ამერიკული F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი და არსებული საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის საჭირო 79 ერთეული კომპლექტის ყიდვა ითხოვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია მხარს უჭერს თურქეთისთვის 20 მილიარდი დოლარის ღერებულების აღჭურვილობის მიყიდვას, თუმცა ამ ტრანზაქციას ამერიკის კონგრესი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე არსებული შეშფოთებების გამო ეწინააღმდეგება.