ერდოღანის პარტია ადგილობრივ არჩევნებში ხუთივე უდიდეს ქალაქში დამარცხდა

31 მარტის თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში უდიდეს ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თურქეთის მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოცზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის უდიდეს 5 დასახლებაში: სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსასა და ანტალიაში.
სტამბოლში, ხმების 99.98%-ის დათვლის შემდეგ ექრემ იმამოღლუს, ქალაქის მოქმედ მერს ხმების 51.09% აქვს მიღებული, მის კონკურენტს ს სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან კი 39.59%. დედაქალაქ ანკარაში, ხმების 99.93%-ის დათვლის შემდეგ ქალაქის მოქმედი მერი მანსურ იავაში 60.35%-ით ლიდერობს, სგპ-ს განდიდატს კი მხოლოდ 31.69% აქვს აღებული.
სრპ-ს კანდიდატებმა იზმირში, ბურსასა და ანტალიაში ასევე 40%-ზე მეტი ხმა მიიღეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ქვეყანაში “დემოკრატიამ გაიმარჯვა”.