თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლის მერის დაპატიმრების გამო დაწყებული პროტესტს „ძალადობრივ მოძრაობად“ იქცა.
ერდოღანის თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია, რესპუბლიკური სახალხო პარტია, პასუხს აგებს დაშავებულ პოლიციელებსა და ქონების დაზიანებაზე.
„მთავარი ოპოზიციური პარტია პასუხისმგებელია ჩვენს (დაშავებულ) პოლიციელებზე, ჩვენი მაღაზიის მეპატრონეების ჩამტვრეულ შუშებსა და დაზიანებულ საჯარო ქონებაზე. ამ ყველაფერზე ისინი პასუხს აგებენ პოლიტიკურად პარლამენტში და იურიდიულად სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ერდოღანმა.
სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც ერდოღანის მთავარი კონკურენტია, 19 მარტს კორუფციის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს. იმამოღლუს დაკავებას თურქეთში ბოლო ათწლეულებში ყველაზე დიდი ქუჩის პროტესტი მოჰყვა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო ხუთი დღეში საპროტესტო აქციების დროს 1133 ადამიანი დააკავეს და 123 პოლიციელი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც ერდოღანის მთავარი კონკურენტია, რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრაიმერიზამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. მიუხედავად ამისა, დაახლოებით, 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ექრემ იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას.
პრაიმერიზში დაახლოებით 15-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 13 211 000 ხმა სტამბოლის დაკავებულ მერს ერგო.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად მოახდინა პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია.
თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც.
