ერდოანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერს ისმაილ ჰანიეს (ჰამასი -სა და ევროპის კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული).
ერდოანი უშედეგოდ ცდილობდა, მედიატორის როლი დაემკვიდრებინა ისრაელსა და პალესტინელებს შორის ომში, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად.
„სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ პალესტინელები ერთობლივად მოქმედებდნენ ამ პროცესში. სთვის ყველაზე ძლიერი პასუხი და გამარჯვებისკენ გზა გადის ერთობასა და მთლიანობაზე,“ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
ისრაელი მეშვიდე თვეა აგრძელებს ღაზის სექტორზე იერიშს. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) სამხრეთ ისრაელში თავდასხმა განახორციელა და დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი. 240-მდე მძევლად წაიყვანა ღაზაში. მათი ნაწილი ჯერ კიდევ ტყვეობაშია. ვარაუდობენ, რომ ნაწილი ცოცხალი აღარაა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ისრაელის იერიშების შედეგად შარშან შემოდგომიდან დღემდე დაღუპულია 34 ათასი ადამიანი. მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!