ერდოანი: 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu 8 მარტს.
70 წლის ერდოანი ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყანას განაგებს.
2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული, ერდოანი ხელახლა აირჩეს ხუთი წლის ვადით 2023 წლის მაისში დაძაბული არჩევნების დროს.
“ეს ჩემთვის ფინალია, კანონით მონიჭებული მანდატის თანახმად, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია”, თქვა ერდოანმა. “ის შედეგი, რომელიც იქნება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც მოვლენ ჩემს შემდეგ”, – მოჰყავს მისი სიტყვები Anadolu-ს, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო