ერდოანი უნგრეთში იმყოფება, ლაპარაკობს კავშირების გაღრმავებაზე ორბანთან

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ კავშირების გაღრმავება სურს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან. ერდოანი ამ განცხადებებით გამოვიდა 18 დეკემბერს, უნგრეთში თავისი მეორე ვიზიტისას ოთხი თვის განმავლობაში.
უნგრეთი და თურქეთი არის ის ორი ქვეყანა, რომლებიც ნატოს წინაღობას უქმნიან შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მიმდინარე ომის ფონზე. უნგრეთს კენჭი არ უყრია შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცებისთვის. თურქეთი დიდი ხანია ბლოკავს სტოკჰოლმის ამ მისწრაფებას, და ეს მას მერეც გაგრძელდა, რაც ერდოანმა ივნისში თავისი ვეტო მოხსნა.
ერდოანმა თურქეთის მხრიდან შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია დაუკავშირა აშშ-ის კონგრესის მიერ “ერთდროულ” დამტკიცებას ანკარას თხოვნისა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ