ერდოანი: თურქეთი სარჩელს შეიტანს ღაზის სექტორში გენოციდის გამო

“თურქეთი შესაბამის ინსტანციებში სარჩელის შეტანა აპირებს „ღაზის სექტორში გენოციდთან“ დაკავშირებით”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა თურქეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის 62-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
“2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ მივატოვებთ მას შუა გზაზე. საფასური გადახდილი იქნება”, – ციტირებს სააგენტო თურქეთის მეთაურს.
სტუდენტთა წინაშე გამოსვლისას ერდოანმა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად იმყოფებოდა გერმანიაში სამუშაო ვიზიტით, ასევე განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს ჰამასის ხელში მყოფი მძევლები, თუკი ბერლინი „გადადგამს ნაბიჯს“ ს ხელში მყოფი „10000 მძევლის“ გასათავისუფლებლად.
7 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, ბოევიკებმა განაცხადეს, რომ აპირებენ ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა არაბი პატიმრის გათავისუფლებას.
„რა იგულისხმა ერდოღანმა, როცა რიცხვი 10 000 ახსენა, სრულიად გაუგებარია, – ასეთი კომენტარი გააკეთა სააგენტო dpa-მ თურქეთის ლიდერის მიერ 18 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, – გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ისრაელის ციხეებში 1500 პალესტინელი იმყოფებოდა “.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს – სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული – იმის თავი თუ გაქვს, დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი