ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შია ალ-სუდანი მეორე ვადისთვის იბრძვის. წინასწარი პროგნოზით, 329 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში სუდანის ბლოკი ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მიაღწევს, რაც პოტენციურად ნიშნავს არჩევნების შემდგომ თვეების განმავლობაში მოლაპარაკებებს შიიტ და სუნიტ მუსლიმ, ასევე ქურთულ პარტიებს შორის სამთავრობო თანამდებობების გაყოფისა და პრემიერ-მინისტრის არჩევასთან დაკავშირებით.
მედიის ინფორმაციით, პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად 7 740-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს, რომელთაგან თითქმის მესამედი ქალია.
ხმის მიცემის უფლება 21 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს, თუმცა არსებობს შიში, რომ აქტივობა შესაძლოა 2021 წელს დაფიქსირებულ 41 პროცენტზე უფრო დაბალიც იყოს.




