ერაყში პროირანული ჯგუფების სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა – ისრაელი ჩართულობას უარყოფს

20 აპრილს ღამით ერაყში, პროირანული დაჯგუფებების კოალიციის სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილია რამდენიმე პირი.
დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთით მდებარე ბაბილონის გუბერნიის უშიშროების კომიტეტის წევრის, მუჰანად ალ-ანაზის თქმით, აფეთქებები მოხდა იმ ადგილას, რომელიც სახალხო მობილიზაციის ერთეულებს (PMU) ეკუთვნის. ინციდენტის სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით მას არ უსაუბრია.
IRAQ: Massive explosion in Kalsu military camp in Babil, strikes targeted pro-Iran PMF. At least one killed, Israel suspected pic.twitter.com/BhSK2HT7tA— Joyce Karam (@Joyce_Karam) April 19, 2024
სა და -ს ოფიციალური პირების თქმით, ისინი თავდასხმაზე პასუხისმგებელნი არ არიან.
PMU, რომელსაც სახალხო მობილიზაციის ძალებსაც უწოდებენ, არის ძირითადად შიიტური ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ძალა ერაყში. რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, PMU დაკავშირებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მჭიდრო კავშირშია იმ პროირანულ შიიტურ ბლოკებთან, რომლებიც წლების განმავლობაში დომინირებდნენ ადგილობრივ პოლიტიკაში.
PMU-ს თქმით, აფეთქება მოხდა “კალსუს სამხედრო ბაზაზე ალ-მაშროუს რაიონში, გზატკეცილზე, ბაბილონის გუბერნიის ჩრდილოეთით”. გამომძიებლები ამჟამად აფეთქების ადგილზე იმყოფებიან.