ერაყმა თეირანიდან ელჩი გამოიძახა ირანის სარაკეტო დარტყმის გამო

ერაყის ქალაქ ერბილის რაიონზე ირანის სარაკეტო თავდასხმის გამო, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანიდან კონსულტაციისთვის გაიწვია თავისი ელჩი ნასერ აბდულ მოჰსენი.
დღესვე, 16 იანვარს, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ირანის დროებითი რწმუნებული ბაღდადში აბუ ალ-ფადლ აზიზი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს. ერაყი მკაცრად გმობს თავდასხმას, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა
ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, სარაკეტო დარტყმები განახორციელა ს დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა” ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის” ცენტრი იყო.
აფეთქებები მოხდა ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც -ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა. ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. ავტონომიის უშიშროების საბჭომ ირანი დაადანაშაულა უსაფუძვლო საბაბით თავდასხმაში ისტორიულად სტაბილურ რეგიონზე, რომელსაც არასდროს არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
ირანი მიიჩნევა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მთავარ მფარველად. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი 2023 წლის ოქტომბერში თავს დაესხა ისრაელს, რომელმაც პასუხად ომი გამოუცხადა.
ირანის მოკავშირეა ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლაც, რომელიც პერიოდულად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას. ირანი მხარს უჭერს იემენში მოქმედ მეამბოხე ჰუთებსაც, რომლებიც ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში თავს ესხმიან გემებს.

ასევე დაგაინტერესებთ