ერაყი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მისიის დასახურად ემზადება

ერაყის მთავრობა აყალიბებს კომიტეტს, რომელიც ქვეყანაში -ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მისიის დახურვას მოამზადებს, – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა განაცხადა.
„მთავრობა ადგენს ორმხრივი კომიტეტის შექმნის თარიღს, რათა მოახდინოს შეთანხმებები ერაყში საერთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის სამუდამოდ შეწყვეტის მიზნით. ხაზს ვუსვამთ მტკიცე პოზიციას საერთაშორისო კოალიციის არსებობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მისი არსებობის საფუძველი აღარ არსებობს“, – ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, კომიტეტის შემადგენლობაში სამხედრო კოალიციის წარმომადგენლები შევლენ.
შეგახსენებთ, გუშინ, სუდანის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ბაღდადში ავიაიერიში განახორციელა, რომლის დროსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა. ალ-ჯავარის დაღუპვამ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია და მათ მთავრობისგან ერაყში კოალიციის ყოფნის შეწყვეტა მოითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ