ერაყის პრემიერი – მოვუწოდებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად ყველა მცდელობა განხორციელდეს

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში თავშეკავების გამოჩენა.
„მოვუწოდებთ, განხორციელდეს ყველა მცდელობა კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად“, – განაცხადა ერაყის პრემიერმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დაწყების წინ.
მისი თქმით, ერაყის ხელისუფლება მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დაცვის პასუხისმგებლობას და ომის კანონს.
„პარტნიორობის სულისკვეთებით, ჩვენი შეხედულებები შეიძლება განსხვავებული იყოს იმაზე, რაც რეგიონში ხდება. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დაცვის პასუხისმგებლობას და ომის კანონს და უარვყოფთ ყოველგვარ რეპრესიებს მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ერაყის პრემიერმა.
ცნობისთვის, ერაყის დელეგაცია, მუჰამედ შია ალ-სუდანის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა -ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო