ერაყის პრემიერი – ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს ერაყს დრონები და რაკეტები არ გაუშვია

ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შია ალ-სუდანი უარყოფს ს განცხადებას, რომ ქვეყანაზე თავდასხმის დროს ზოგიერთი რაკეტა ერაყის ტერიტორიიდან გაუშვეს.
”იმ სამხედრო ანგარიშებით, რაც მივიღეთ, არ დასტურდება, რომ ერაყიდან რაკეტა ან დრონი გაუშვეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიოა : არ ვაძლევთ უფლებას არცერთ არასამთავრობო ორგანოს გამოიყენოს ერაყი ბრძოლაში დასაბრუნებლად. ვიყენებთ სამართლებრივ პროცედურებს ერაყის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ერაყის კონფლიქტიდან დისტანცირების მიზნით,” – განაცხადა ალ-სუდანმა CNN-თან ინტერვიუში
ერაყის პრემიერი ორშაბათს ვაშინგტონში -ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?