„ენჯეოები 2021-22 წლებში რევოლუციით ხელისუფლების შეცვლას გეგმავდნენ“ – კობახიძე

პრემიერი ბრიფინგზე აცხადებს:
„2020-22 წლებში ენჯეობს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა. ყველას გახსოვთ ეს პროცესები, რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორ გაყალბდა ე.წ. პივიტი, ასევე, როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით და ამ ყველაფტის საფუძველზე მათ გამოაქვყენეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში.
ენჯეობს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2021-22 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა ზე მძიმე მდგოომარეობაში. რაც ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია“