ენტონი ბლინკენმა კატარის ამირასთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილა

-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კატარის ამირასთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდივანმა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების განახლებული მცდელობები განიხილა“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურის ფარგლებში იმყოფება. კატარში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს