ენტონი ბლინკენი – ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაზე ეფექტური გზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა

ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ზომიერი პროგრესი არსებობს, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაზე ეფექტური გზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა.
ბლინკენმა რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ირანი რეგიონში არასტაბილურობის ყველაზე დიდი წყაროა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ წინ ორი შესაძლო გზა არსებობს – ერთ-ერთი გაყოფილია უთანხმოებით, ნგრევით, ძალადობით და მუდმივი დაუცველობით, თუმცა საუდის არაბეთში მისმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ რეგიონში გაცილებით მეტი ერია დაინტერესებული მეორე გზით და ეს გზა არის უფრო მეტი ინტეგრაციის, მეტი უსაფრთხოების, მეტი მშვიდობის გზა.
„ბევრ ჩვენგანს სურს ამ გზას გაჰყვეს”, – აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში დღეს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც ფაიზალ ბინ ფარჰან ალ-საუდს, ისაუბრებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ერ-რიადში და ასევე შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს და სხვა რეგიონულ წარმომადგენლებს. ამერიკელი დიპლომატი ს შემდეგ ისრაელსა და იორში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის