ენტონი ბლინკენი – უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა – აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რას სჭირდებათ

ში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ს ომში “უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა და აშშ-ის კონგრესს სთვის ამერიკული დახმარების განბლოკვისკენ მოუწოდა.
“სრულიად აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რას სჭირდებათ თავდაცვის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს…
ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დაფინანსების შესახებ მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა,” – განაცხადა ბლინკენმა.
საფრანგეთში ვიზიტის დროს ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა, რომელთან ერთადაც კომპანია Nexter-ის ქარხანა მოინახულა, სადაც Caesar ჰაუბიცების წარმოება მიმდინარეობს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი ფრანგ კოლეგა სტეფან სეჟურნესა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ