ენტონი ბლინკენი – უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება

შეერთებული შტატები და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად, – ეს განცხადება -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო თვეებში მ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან უკან დახია ს ფლოტი შავი ზღვიდან, გახსნა გადაზიდვის გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთის აგრესიამდე არსებულ მაჩვენებელს უტოლდება ან აღემატება. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ მმართველობისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება. ჩვენ დღეს პირდაპირ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან, ყოველი დღე, დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინის დამცველებსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას უფრო დიდ საფრთხეში აყენებს. ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რიგი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაში და განაგრძობენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი აგრძელებს მასალების მიწოდებას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად. მას ასევე მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა და ირანი და ეს ყველაფერი აძლიერებს პუტინის ომის მანქანას იმ ფონზე, როდესაც ის თავს ესხმის უკრაინელებს და ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტის, ს მოთხოვნა დამატებითი ბიუჯეტის შესახებ.
„უკრაინის დაფინანსების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი, უსწრაფესი, არის დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცება. ეს იქნება დამატებითი სახსრების დაუყოვნებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა დაეხმაროს მას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ