– მნიშვნელოვანია, ისრაელმა ირანს ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს

მნიშვნელოვანია, ისრაელმა ირანს ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის დატოვებისას განაცხადა.
„ახლა დროა, რომ მიღწეული წარმატებები ხანგრძლივ სტრატეგიულ წარმატებად იქცეს. ორი რამ რჩება გასაკეთებელი: მძევლების სახლში დაბრუნება და ომის დასრულება იმის გაგებით, თუ რა მოჰყვება მას. ასევე, მნიშვნელოვანია, ისრაელმა (ირანს) ისე უპასუხოს, რომ ამან უფრო დიდი ესკალაცია არ გამოიწვიოს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ისრაელიდან რიადში გაემგზავრა და აღნიშნა, რომ ისრაელმა საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზების „შესანიშნავი შესაძლებლობა“ უნდა გამოიყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს