ენტონი ბლინკენი მესამედ ჩავა ისრაელში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ამ კვირაში ისრაელში ჩავა.
„ვიზიტისას ბლინკენი განიხილავს ს უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე მცდელობებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზაში ისრაელის ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარებას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ეს ენტონი ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება ისრაელში.