ენტონი ბლინკენი ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩადის

-ის სახელმწიფო მდივანი, , მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამ კვირაში ისრაელში, იორსა და საუდის არაბეთში ჩავა.
„სახელმწიფო მდივანი განიხილავს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს, რომელიც უზრუნველყოფს მძევლების გათავისუფლებას. ის ასევე განიხილავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ზრდას და ხაზს გაუსვამს ამ ზრდის შენარჩუნების მნიშვნელობას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა, რომელმაც ბლინკენის საუდის არაბეთში ვიზიტის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ენტონი ბლინკენი შეხვდება ს ოფიციალურ პირებს და რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც ღაზის სექტორის მომავალს განიხილავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი ისრაელსა და იორდანიაში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაიკლ კარპენტერი – შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – ეს ორი რამ თავსებადი არ არის – გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ