ენტონი ბლინკენი ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი  თელ-ავივში ს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, პრემიერ მინისტრ ს და საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს შეხვდა.

როგორც The Times of Israel წერს, ბლინკენის გეგმებში ასევე შედის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან, ომის კაბინეტის მინისტრ ბენი განცთან, ისრაელის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდთან და „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ ეს, ენტონი ბლინკენის მეხუთე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხა.

ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ენტონი ბლინკენი ასევე იმყოფებოდა თურქეთში, საბერძნეთში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო