ენტონი ბლინკენი იოავ გალანტს – აშშ დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ

-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ს თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით.
„მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმა, არასდროს არ უნდა განმეორდეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ს თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ