ენტონი ბლინკენი – აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება

აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება, – სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით -ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამ მნიშვნელოვან დღეს, აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ მძიმე გამოწვევების პერიოდში სომხეთის ერთგულებას ანგარიშვალდებული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართ პატივს ვცემთ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და ღირსეული მშვიდობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.
ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ, როგორც პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამაყობს, რომ სომხეთის მხარდაჭერას აგრძელებს, რათა იგი დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წარმატებული წევრი გახდეს.
სომხეთი დღეს დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.