ენმ-ში შიდა დაპირისპირება გრძელდება – ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

“ნაციონალური მოძრაობაში” შიდა დაპირისპირება გრძელდება. ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს, ამჯერად პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.
როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედ დეპუტატებს ფრაქციიდან რიცხავენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, რისთვისაც ფრაქციის წევრების გარიცხვა სჭირდებათ. შუშანიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებენ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ყოფილ თანაგუნდელებს, მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს