ენმ-სთან არანაირი ფორმალური და არც არაფორმალური კომუნიკაცია არ გვაქვს, არც როზნერს აქვს რაიმე კავშირი – ირაკლი კუპრაძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “ლელოს” “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი კომუნიკაცია არ აქვს.
ამასთან, კუპრაძემ განმარტა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არც ჯერემი როზნერს აქვს რაიმე კავშირი.
“ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, ჩვენ ამ პარტიასთან არანაირი ფორმალური და არც არაფორმალური კომუნიკაცია არ გვაქვს. ჯერემი როზნერს “ნაციონალური მოძრაობასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. ჯერემი როზნერისა და პარტიის ლიდერების გრაფიკს სატელევიზიო ფორმატში ვერ მოგაწვდით”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ როზნერს 2012 წლის შემდეგ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხება არ ჰქონია. ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ თუ როზნერი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
“ამაზე საუბარი რომ მინდოდეს, მე თვითონ ვიტყოდი საჯაროდ, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. აქ ვსაუბრობთ ამერიკელ კონსულტანტზე, რომელსაც, 2012 წლის შემდეგ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი შეხება არ ჰქონია. მაგრამ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან მუშაობს და რა? რა პრობლემაა?”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!