„ენმ-ის კლონობა არ გამოსვლია არავის“ — წითლიძე გვარამია-მელიას პარტიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს, რომ პარტია „ახალი“ მათ ხმებს ვერ წაართმევს.
ასე გამოეხმაურა წითლიძე მისი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, სა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა მელიას გაერთიანების პრეზენტაციას, რომელიც დღეს, 11 მარტს, თბილისში გაიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას, ს ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ“, — განაცხადა ანი წითლიძემ.
დღეს, 11 მარტს, გაიმართა პარტიის „ახალი“ პრეზენტაცია. მელიასა და გვარამიას პარტიის ნომერი იქნება 4, ძირითადი ფერები კი – მწვანე, ნარინჯისფერი და თეთრი პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ