ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა აირჩიეს. კენჭისყრა დღეს, 18 დეკემბერს პარტიის თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე შედგა.
“დღეს საქართველოს და შესაბამისად, თბილისსაც აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ გამოწვევები უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს! ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება.
დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია, ტანჯავს საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციული, განაშენიანების გამოწვევები, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და კიდევ სხვა მრავალი … იმისათვის რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით – და მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისთვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად”, – თქვა ზაზა გოგავამ სიტყვით გამოსვლისას.
გოგავა ენმ-ს აპრილში შეუერთდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო 2006-2008 წლებში, ასევე 2008-2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)