ენმ-ის დარბეულ ოფისში საელჩოების წარმომადგენლები მივიდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაარბიეს, ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, საელჩოების წარმომადგენლებმა ნახეს, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში:
„საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა საკუთარი თვალით ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკური სახე, ის ვანდალიზმი, ფიზიკური ძალადობა, რაც სამიოდე დღის წინ ჩაიდინეს ჩვენი ოფისის, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ღამით, პრაქტიკულად გამთენიისას დაახლოებით 80-90 ადამიანი, რომლებმაც სასტიკად დაარბიეს ოფისი, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, ინვენტარი.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარტნიორებმა თავის თვალით იხილონ და იცოდნენ როგორი იქნება შემდეგი 4-5 თვე, ანუ წინასაარჩევნო პერიოდი და რამდენად უქმნის დისკომფორტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ ოცნებას“ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მათი მთავარი სამიზნე. ჩვენში ხედავენ ალტერნატიულ ძალას, მათ მიზნად აქვთ დასახული და ს განცხადებითაც ეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს, უნდა განადგურდეს, რასაც ისინი ვერასდროს მიიღებენ, ვერასდროს მიაღწევენ.
ამ დასახულ მიზანს და ამოცანას შესრულება არ უწერია, რადგან ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, არ გვეშინია მათი ამ ტიპის ვანდალიზმის, მათი შეტევების, მათი ძალადობის, რადგან მუდმივად მზად ვიქნებით. ოქტომბრის ბოლოს ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა, ან სახლში წასვლა,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ