“ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი” – წერეთლის გამზირზე 4-მა ახალმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო

წერეთლის გამზირზე 4-მა ახალმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. პროექტს “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი” დაასრულებენ.
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა 2 კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, პროექტი დათქმულ ვადებში შესრულდება.

“4-მა კომპანიამ გამოთქვა მზაობა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. შესაბამისად, გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მდგომარეობით, ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიებია: “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”. იანვრის ბოლოს სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება გახსნილი. რაც შეეხება ამის შემდგომ დარჩენილ სამუშაოებს, დარჩენილი იქნება ტროტუარის რაღაც გარკვეულ მონაკვეთებში სამუშაოები. რაც არ დასრულდება, შესაძლოა დამატებით, დაახლოებით 1.5 თვე დასჭირდეს”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.
პარალელურად, მერია შესყიდვების სააგენტოს მიმართავს, ორივე კომპანია შავ სიაში შეიყვანოს. მათ მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა