ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმსა და ფოთში შეხვედრა გაიმართა

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა, სა და ს საჯარო სკოლების ხელმძღვანელ პირებთან, რესურსცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათვე ცნობით, შეხვედრის თემას წარმოადგენდა სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე.
„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის – „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზნები და მნიშვნელობა. პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
პროექტის – „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ს, რუსთავის, ქუთაისისა და ს 40 სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალური ხელისუფლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან.
პროექტის ხანგრძლივობა 8 თვეა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ყველაფერი გავაკეთე, ხალხისთვის ამეხსნა, რა ელოდათ ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში – მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო

გიორგი შარაშიძე – ვერავის დავუწყებთ ბოდიშის მოხდას იმისთვის, თურმე როგორ გავბედეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი აკრძალვის საბაბი „ოცნებისთვის” არ მიგვეცა – გაუგებარია პარტიების აღშფოთება, თავად აიკრძალეს თავი