საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ წლიური ანგარიში წარადგინა.
სემეკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს ჩამოეწერათ კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული, ასევე ძველი დავალიანებები, ჯამში 700 000 ლარამდე თანხა.
სემეკის გადაწყვეტილებით, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, კომპანიებმა მომხმარებლებზე ჯამში 330 000 ლარამდე კომპენსაცია გასცეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელო რჩება. ნარმანიამ, შეხვედრაზე, მომავალი წლის გეგმებზე და ტარიფებზეც ისაუბრა.