რამდენიმე დღის წინ ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაიტანეს, ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.
9 მარტს აფხაზურმა ტელეგრამ არხმა RESPUBLICA-მ გალში გადაღებული ტვირთის ვიდეომასალა გამოაქვეყნა. „საიდუმლო ოპერაციაში“, საქართველოსთან ერთად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მებონიას აცხადებს, რომ ტრანსფორმატორი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2017 წელს გადაიტანეს და ერთ-ერთ ქვესადგურზე დაამონტაჟეს, ხოლო ახლა ის დაშალეს და ნაწილები წყალტუბოს ახალ ქვესადგურის დასაყენებლად საქართველოში დააბრუნეს. მისი თქმით, ამ საკითხზე სკანდალი ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია.
საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 20 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა თანამშრომლობს თბილისთან და იყენებს აფხაზეთის ტერიტორიას სანქციების გვერდის ასავლელად. არასამთავრობო ორგანიზაცია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გასულ კვირას გალის რაიონში, ენგურის ხიდზე, ზუგდიდის მიმართულებით და უკან, რუსული ნომრებით სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას „კლასიკური დეზინფორმაცია“ უწოდა. „ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე – იმედი მაქვს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დონორები სწორ პოზიციას გამოთქვამენ ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ უცხოური დაფინანსებით ვრცელდება“, – განაცხადა მან.
წყარო: „ეხო კავკაზა“