აფხაზური მხარის განცხადებით, 2025 წლის I კვარტალში, ენგურზე აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СГБ) თანამშრომლებმა დააკავეს 110-ზე მეტი პირი, რომლებიც “აფხაზეთის რესპუბლიკის სასაზღვრო კანონმდებლობას არღვევდნენ”.
დაკავებულები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლებით: მუხლი 190 — “სასაზღვრო ზონაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა”; მუხლი 190.1 — “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევა”; მუხლი 190.2 — “აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ ზღვასა და შიდა საზღვაო წყლებში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა”.
სოხუმის ინფორმაციითვე, ასევე “აღკვეთეს აფხაზურ-ქართული სახელმწიფო საზღვრის გავლით სხვადასხვა სახის ტვირთის უკანონო გადაზიდვის 15-ზე მეტი მცდელობა”.
