ენგურზე საბაჟო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და სოხუმი ჰიპოთეტურად მზადაა ტვირთების ტრანზიტის დასაწყებად – ასტამურ ახსალბა

ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურზე მშენებარე საბაჟო ტერმინალის მიზნების შესახებ ისაუბრეს, – ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, სატრანზიტო პროექტის მიზნების, პერსპექტივებისა და გეოპოლიტიკური კონტექსტის შესახებ ე.წ. სატრანზიტო და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასტამურ ახსალბამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 80% უკვე დასრულებულია.
„სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და სოხუმი „ჰიპოთეტურად მზადაა“ ტვირთების ტრანზიტის დასაწყებად. თბილისი კი დუმს. „ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე“ სატვირთო ტერმინალის მშენებლობა დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებულ პროექტად რჩებოდა. მის შესახებ ოფიციალური კომენტარი არც სოხუმს, არც მოსკოვს და არც თბილისს არ გაუკეთებიათ“, – წერს გამოცემა.
ე.წ. სატრანზიტო და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასტამურ ახსალბამ განაცხადა, რომ „პროექტის შესახებ ინფორმაცია რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიზეზით განზრახ იყო დამალული“.
„მახლობლად ომი მიმდინარეობს, მთელი დასავლეთი ს ფედერაციას უპირისპირდება. ამის გამო, პროექტის დროებით შეჩერება მოგვიწვია, რათა თავად და პროექტი დაგვეცვა. ჩუმად მუშაობა მოგვიხდა, რათა პროექტი წარმატებით გაეშვას“, – აღნიშნა ახსალბამ.
მისი თქმით, „სატრანსპორტო ჰაბის შექმნის იდეა 2010-2011 წლებში სა და ს საბაჟო სამსახურებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას უკავშირდება“.
„ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო 2012-2014 წლებამდე შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის, საქართველოში არსებული მდგომარეობის და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მმართველობასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზების გამო. ში ომის შემდეგ პროექტმა რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა“, – აღნიშნა ახსალბამ.
ახსალბა ამტკიცებს, რომ სატრანზიტო მარშრუტის პერსპექტივების შესახებ რუსეთში მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კერძოდ, ტერმინალის მუშაობით ინდოეთი, ირანი და აზერბაიჯანია დაინტერესებული.
ასევე, მისი თქმით, შესაძლოა ევროპული სახელმწიფოებიც დაინტერესდნენ.
„როდესაც სანქციების შესახებ ვსაუბრობთ, ეს რუსეთისთვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რადგან არიან ევროპული ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან ვაჭრობა სურთ და ეს მათთვისაც საინტერესოა“, – განაცხადა ახსალბამ.
ახსალბას ცნობით, „ტრანზიტში საქართველოს მოქალაქეები ვერ ჩაერთვებიან“.
„ვიდრე კეთილმეზობლური ურთიერთობები არ დამყარდება, სულ მცირე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის დონეზე“, – აღნიშნა ახსალბამ.
www.resonancedaily.com