აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია, ტვ პირველთან ამბობს, რომ რუსეთი ენგურზე საბაჟო ტერმინალს აშენებს დაადასტურა. ტერმინალი, ოკუპანტი ქვეყნის მიზნებით, ტერმინალი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პირიქით, ტვირთების გატარებას მოემსახურება.
მუშაობა დიდი ხანია მიდის ენგურ გაღმა. იქ, გალის ტერიტორიაზე დიდი ტერმინალისთვის მზადება მიდის, მშენებლობას ვგულისხმობ და იქ რაღაც ზონა იხსნება, ეკონომიკური ზონის მაგვარი, რომელიც გულისხმობს ამ ვაჭრობის განვითარებას. როგორი იქნება, რა იქნება, ჩემთვის უცნობია. ყველ შემთხვევაში, ვაჭრობა და ურთიერთობა ყოველთვის რაღაც საშუალებას იძლევა გახსნილობის, ურთერთობის აღდგენის. რუსეთი აშენებს. რუსეთი ბევრ რამეს აკეთებს, რომელიც ჩვენს ინტერესებში არ შედის და ჩვენი საწინააღმდეგოა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ახლა ვუსწრებთ მოვლენებს, – ამბობს ყოლბაია.