ემიგრანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში დააფიქსირონ თავიანთი ხმა – 50 ადამიანი სადაც დაფიქსირდება, იქ უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები – ლევან ხაბეიშვილი

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკურ პარტიებს ხვდება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას აცნობს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებენ, თუმცა აქცენტს საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეებზე აკეთებენ.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც უნდა შეეძლოთ.
“ემიგრანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში დააფიქსირონ თავიანთი ხმა, ამიტომ 50 ადამიანი სადაც დაფიქსირდება, იქ უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები – ეს კითხვები მქონდა და მეორე ეხებოდა მის ლეგიტიმაციას. სხვა დანარჩენი მოგონილი თემები, როგორიც არის, რომ, თურმე ვინმეს პრობლემა აქვს “სმარტ მატიკთან”, აუდიტორულ კომპანიასთან – ჩემო ძვირფასებო, ელექტრონულ მოწყობილობებთან კი არ გვაქვს პრობლემა, ამ ელექტრონულ მოწყობილობებთან ვინც მიდიან და ვინც მართავენ, იმ ხალხთან არის პრობლემა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი, , მთავარ პრობლემად საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის არარსებობას ასახელებს.
“მთავარი საკითხი იქნება კონტროლი, მათ შორის – საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების მეშვეობით, რათა რაღაც მანიპულაციები არ მოხდეს, მაგრამ , ბუნებრივია, ეს არ წყვეტს მთავარ პრობლემას – როგორ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა 700 000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ, რომელიც უცხოეთშია გასული, ასევე, რამდენად სანდოა ის სიები, რომლის მიხედვითაც შემდეგ ხდება არჩევნებში მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ