“ემიგრანტების ფეისბუქ-ჯგუფებში რა არ წამიკითხავს, რა არ მინახავს, რაზე არ დავსედიანებულვარ და რაზე არ გამღიმებია. მაგრამ…”

“ემიგრანტების ფეისბუქ-ჯგუფებში რა არ წამიკითხავს, რა არ მინახავს, რაზე არ დავსედიანებულვარ და რაზე არ გამღიმებია. მაგრამ წუხელ რომ დაფაცურდნენ “ქართველები რომში” და ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილის 8 საათზე რომიდან ქუთაისში მოდიოდნენ, ეგეთი რაღაცა არც გამიგია და არც მინახავს.
ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილით ქუთაისი-რომის რეისზე, ბაღდათისკენ მიმავალ ქალს ყურადღებას მიაქცევდნენ.
თავიანთი გაჭირვება, დარდი და ტანჯვა საკმარისი იყო ყველასთვის, მაგრამ მეწყერჩატანილი ქმრისა და სამი ბავშვის დასატირებლად მიმავალი ქალის კანში თითქოს ყველა ერთიანად ცდილობდა შესვლას და ამ ტანჯვის გაზიარებას,” – წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი მინდია გაბაძე.