ემზადება თუ არა “ოცნება” მოსკოვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავაჭრო გზა გაუხსნას? (ვიდეო)

ხსნის თუ არა საქართველო გზას სკენ, ოღონდ ოკუპირებულ ს გავლით?!  ოკუპირებულ გალში ტვირთების გასატარებლად ემზადებიან.  სამი წლის განმავლობაში ტერმინალი რუსული დაფინანსებით საიდუმლოდ აშენეს და მისი ფუნქცია მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვეს, რაც საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ოკუპირებული დან ენგურის ხიდზე გადმოსულები “პირველებს” უყვებიან, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია.

ენგურის ხიდთან ტერმინალი აშენებულია, აქ მიიღებენ და სკენ გაატარებენ ტვირთებს, სატვირთოებით ოჩამჩირემდე შემდეგ კი რკინიგზით რუსეთისკენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ამ გზის აღდგენა სთან ომის და საქციების შემდეგ დასჭირდა რუსეთს და უარი ვერ უთხრეს.

აფხაზეთის გავლით ტვირთები, რომ რუსეთში მოხვდეს დანარჩენი საქართველო უნდა გაიაროს, ეს სქემა ვერ ამუშავდა ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე. ახლა ჩნდება კითხვა, თუ ივანიშვილის თანხმობა არ ჰქონდა ნათქვამი, რისთვის აშენდა ამხელა ტერმინალი ენგურს გადაღმა.

“აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გავატარებთ”- ეს იყო დღეს კობახიძის პასუხი, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ტერმინალების მმართველი, რომელიც ყვება, რომ აფხაზეთში წინააღმდეგობის მიუხედავად, გზის გახსნას დათანხმდნენ რადგან ეს რუსეთს სჭირდებოდა.