ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) – კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
“ძვირფასო ემანუელ მაკრონო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის და გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ნდობისთვის. ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდ წარმატებას მიაღწიონ”, – წერს კონსერვატორი პოლიტიკოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელისეს სასახლეში გამართული სამსაათიანი საუბრის შემდეგ, ორივე პოლიტიკოსმა გამოავლინა სურვილი გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყონ.
„მოლაპარაკებები წარიმართა განსაკუთრებულად მეგობრულ ატმოსფეროში, მიღწეულია დიდი შეთანხმება რიგ საკითხებზე და ნაპოვნია მრავალი საწყისი წერტილი ერთობლივი ინიციატივებისთვის“, – აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.