ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და მ დასავლური ჯარების ში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. გვქონდა დეტალური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითად პრიორიტეტებზე ს აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პოზიციის შემდგომი გაძლიერებისთვის. მკაფიო აქცენტი რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსება ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას.
„გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში ძალების ყოფნასთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ