ემანუელ მაკრონმა დაწყებულად გამოაცხადა თვითმფრინავ Mirage 2000-ის უკრაინელი მფრინავების მომზადება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა უკრაინელი პილოტებისა და მექანიკოსების მომზადების დაწყება გამანადგურებელ Mirage 2000 თვითმფრინავებზე, რომლებსაც პარიზი კიევს დაჰპირდება.

“ჩვენ ვაცხადებთ Mirage 2000 თვითმფრინავების პირველი სერიის მიწოდებას და გამანადგურებელი თვითმფრინავის სამართავად პილოტებისა და მექანიკოსების მომზადების დაწყებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის ძალების რეგენერაციის ძალისხმევის ფარგლებში, საფრანგეთი სრულად დააკომპლექტებს და მოამზადებს სრული ბრიგადის პერსონალს”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა 7 ივნისს, პარიზში უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
მაკრონმა უარი თქვა თვითმფრინავების ზუსტი რაოდენობის დასახელებაზე.
მანამდე მაკრონმა დასავლეთის ლიდერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა თქვა, რომ ს უნდა ჰქონდეს პარტნიორებისგან მიღებული იარაღით ს ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევის უფლება. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის აღშფოთება გამოიწვია არაერთი განცხადებითაც, რომლებიც ეხებოდა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას.
კრემლმა საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, 7 ივნისს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაკრონი გამოხატავს „ს რეჟიმის აბსოლუტურ მხარდაჭერას“ და „მზადყოფნას კონფლიქტში საფრანგეთის პირდაპირი მონაწილეობისთვის“. პესკოვის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული სახელმწიფოა, რუსეთი მსგავს განცხადებებს მიიჩნევს „ძალიან, ძალიან პროვოკაციულად“, რაც კონტინენტზე დაძაბულობას ამწვავებს და „ხელს არ უწყობს არაფერს პოზიტიურს“.
ფორუმი